19. მე-3-12 ჯგუფების ელემენტები

19.1. გარდამავალი ელემენტები

1. რომელ ელემენტებს ეწოდებათ გარდამავალი? როგორია გარდამავალი ელემენტების ზოგადი თვისებები?

2. რომელი ორბიტალების ენერგეტიკული სიახლოვით ხასიათდება d-ელემენტები?

3. პირობითად რომელ ჯგუფებად იყოფა გარდამავალი ელემენტები?

4. რომელი ელემენტები მიეკუთვნებიან გარდამავალი მეტალების III რიგს? რით განსხვავდებიან ისინი I და II რიგის გარდამავალი ელემენტებისაგან? ელექტრონული აღნაგობის თვალსაზრისით, რა განსხვავებაა III რიგის გარდამავალ ელემენტებს შორის?

5. რა მსგავსებაა გარდამავალ ელემენტებსა და s-და p-ელემენტებს შორის? s-და p-ელემენტებისაგან განსხვავებით, როგორი ხასიათი აქვს გარდამავალ ელემენტებში იონიზაციის ენერგიების ცვლილებას პერიოდებში ატომური ნომრის ზრდის მიმართულებით? რა არის ამ ცვლილებების მიზეზი?

6. რა გავლენას ახდენს გარდამავალი ელემენტებისა და მათი ნაერთების თვისებებზე d-კუმშვისა და ლანთანოიდური f-კუმშვის ეფექტები? მოიყვანეთ შესაბამისი მაგალითი.

7. როგორია d-ელემენტების ცალკეული ჯგუფების სპეციფიკური თავისებურებები?

8. რომელი მეტალებისათვის არის დამახასიათებელი კლასტერული კომპლექსების წარმოქმნა? რატომ?

9. რატომ ვერ წარმოქმნიან კლასტერებს 3d-მეტალები დაბალი ჟანგვითი რიცხვის შემთხვევაშიც კი?

10. რა არის ჰეტერომეტალური კლასტერები? რა გამოყენება ჰპოვა ამ ტიპის კლასტერებმა ტექნიკასა და ნავთობის გადამამუშავებელ ტექნოლოგიაში?

 

s